თორნიკე რიჟვაძე - მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე, ერთად ყველაფერს შევძლებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს გამარჯვება მიულოცა. მან ამომრჩევლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ გამარჯვებას! მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გვანდეთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის ხვალინდელი დღე.

მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება სიძულვილს დავუპირისპიროთ - სიყვარული, უკუსვლას - პროგრესი, ღირსების შელახვას - ერთმანეთის პატივისცემა.

ვულოცავ არჩილ ჩიქოვანს და ზაზა დიასამიძეს მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას.

ბათუმმა დიდი ტრაგედია გადაიტანა და ჩვენს ქალაქს არ მოუშუშებია ეს დიდი ტკივილი. ზუსტად ვიცით ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია და მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი შემართებით, თავდაუზოგავად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ქალაქებზე, სოფლებსა და დაბებზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას!“ - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს