პარტია “საქართველოსთვის” ინფორმაციით, წალენჯიხაში, მათი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერი ბიულეტენების გაბათილებას აპირებენ

პარტია “საქართველოსთვის” ინფორმაციით, 31 ოქტობრის ღამეს წალენჯიხაში, მათი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის გელა აბულაძის მხარდამჭერი ბიულეტენების გაბათილებას აპირებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს “საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ ზუგდიდში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. პარტია “საქართველოსთვის” “ქართულ ოცნებას” აფრთხილებს, რომ „მსგავსი რამ არ გაბედოს“.

გიგა ფარულავას განმარტებით, სამეგრელოს რეგიონში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტიიდან “საქართველოსთვის” მონაწილეობას იღებდა მაჟორიტარობის 5 კანდიდატი. მისი თქმით, ხუთიდან ოთხმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - წალენჯიხაში, ქალაქის სამაჟორიტარო ოლქში გელა აბულაძემ, ჩხოროწყუში - კირცხის, ლეწურწუმეს სამაჟორიტარო ოლქში შოთა წურწუმია, ასევე ჩხოროწყუ - ხაბუმეს სამაჟორიტარო ოლქში ტარიელ შენგელიამ, ჩხოროწყუში- მუხური,ზუგდიდის სამაჟრიტარო ოლქში აჩიკო ცირამუამ.

“მარტვილში- კურზუ, ტალერის სამაჟორიტარო ოლქში საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენმა კანდიდატმა ზურაბ ბიგვავამ ხმების დიდი რაოდენობით გაიმარჯვა ძალიან მაღალია ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმაზე, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების გასაფუჭებლად საარჩევნო მანიპულაციებს ან ხმების არასწორად დათვლას. ამით “ოცნება” მარტვილის საკრებულოში ცდილობს, რომ პარტიას “საქართველოსთვის” წაართვას ე.წ. ოქროს გასაღები. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვითხოვთ ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეო მასალის ვებგვერდზე ატვირთვას, სადაც თითოეულ ბიულეტენზე კონკრეტულად გამოჩნდება მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება, კონკრეტულად, რომელი სუბიექტისთვის აქვთ ხმა მიცემული. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ღამე “ქართული ოცნება” სხვადასხვა გზებით ცდილობს ჩვენს მიერ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების გადაწერას.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მსგავსი რამ არ გაბედოს. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ თითოეული ამომრჩევლის იმ ხმას, რომელიც მივიღეთ. მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გულწრფელი ნდობა გამოგვიცხადა არჩევნებზე”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა