მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ფრაქცია პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის დატოვება მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა ფრაქციის სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან.

„მე მართლა მთელი გულით შევედი პარლამენტში, მინდოდა ჩემი გამოცდილება, რაც 30 წლის განმავლობაში დამიგროვდა, გამეზიარებინა ამ ხალხისთვის, მაგრამ არა თუ არ სჭირდება არავის, აგრესიით და მტრად განმიხილავენ, უბრალოდ იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი მაქვს, ვაკრიტიკებ მათ დამფუძნებელს. ეს არ არის პარლამენტი, რაღაც დირიჟორი ჰყავთ იქ და ეტყვის აწიეთ ხელი და აწევენ, დაწიეთ ხელი და დაწევენ.

ამ პარლამენტში მე არ შევსულვარ არც იმუნიტეტის გამო, არც რაღაცას რომ დავმალოდი, მით უმეტეს არც სკამის გამო, არ მჭირდება.

რაც შეეხება ფრაქციას, ეს არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა შევუთანხმე ჩემს თანაგუნდელებს, სხვა ყველა რჩება და ყველა იმ ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, რომ ყველა ფრონტზე ვიყოთ ძლიერები", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება