სოფელ ყარაჯალაში ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გვიან ღამით ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდების ორ მხარეს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამმა მათგანმა სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება მიიღო.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.ინციდენტში მონაწილე პირებმა კი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რამაც მათ შორის დაძაბულობა გამოიწვია. ვითარება პოლიციის დამატებითმა ჯგუფმა განმუხტა.

დაზარალებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. 2 მათგანს გარეგანი დაზიანებები, ერთს კი გულ- მკერდის დახურული ტრავმა აღენიშნება.

დაპირისპირებაში მონაწილე პირების ახლობლები და თანასოფლელები მთელი ღამის განმავლობაში თელავის პოლიციის სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს