კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. „თელასის“ ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში კომპანიამ 2,070 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას 5,6% (109 მილიონი კვტ*სთ) - ით აღემატება.

მათივე ცნობით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5% - ით (23,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 697,4 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 628,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 68,9 ათასი – იურიდიური პირი.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 284 კმ შეადგინა, რაც 4,4%-ით (268 კმ-ით) აღემატება 2020 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს (6 016 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა