საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებს საქპატენტში უმასპინძლეს. სტუმრები გაეცნენ საქართველოს გამოცდილებას გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ.

როგორც საქპატენტში განმარტავენ, დეტალური ინფორმაცია საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციის პროცესის შესახებ და კრიტერიუმები, რომლებსაც განსაკუთრებული თვისებების მქონე პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, აზერბაიჯანის სამინისტროების წარმომდგენლებს, საქპატენტის ბაზაზე არსებული ა(ა)იპ ორიჯინ-საქართველოს დირექტორმა, დავით გაბუნიამ გააცნო. პრეზენტაციაზე მან ხაზი გაუსვა იმ ძირითად სტანდარტებს, რასაც ადგენს საქართველოს კანონი ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ.

საქპატენტის ცნობით, სასწავლო ტური ტრისდორფ აგრობიზნეს კონსალტინგის (TABCO) ორგანიზებით, პროექტ „ტრადიციული საკვები პროდუქტების მარკეტინგი და პოპულარიზაცია აზერბაიჯანში“ ფარგლებში განხორციელდა. აზერბაიჯანის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებმა ტურის ფარგლებში მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სურსათის საწარმოები, ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ტრადიციული პროდუქტების წარმოების პროცესს და საწარმოებში დადგენილ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს