ადვოკატი - ახლა ხმები გაავრცელეს სააკაშვილის გორში გადაყვანაზე, სადაც ალბათ, ხელისუფლების სურვილი და გეგმაა, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ

ახლა ხმები გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის გორში გადაყვანაზე, სადაც ალბათ, ხელისუფლების სურვილი და გეგმაა, რომ ის რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

“იმის ნაცვლად, რომ მთავრობა დაექვემდებაროს კონსილიუმის მიერ გაკეთებულ რეკომენდაციას, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის დასკვნა ხან საუბრობენ გლდანის მე-18 დაწესებულებაში ორგანიზებულ კრიმინალებთან სააკაშვილის ვერტმფრენით გადაყვანაზე და ახლა ხმები გაავრცელეს გორში გადაყვანაზე, სადაც ალბათ, ხელისუფლების სურვილი და გეგმაა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს გადააბარონ მიხეილ სააკაშვილი. შესაძლოა იქ გააკეთონ თავდასხმის ინსცენირება,რომ თითქოს თავდასხმა მოხდა. ანუ ამაზე უფრო მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის სიცოცხლეზე და უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რა უნდა იყოს? რა შუაშია გორის ჰოსპიტალი.

მიხეილ სააკაშვილი და მისი საადვოკატო გუნდი ვითხოვთ, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ამის საჭიროება დგას, შიმშილობა უკვე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და მისი გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შიმშილობის ერთი თვე უკვე ამოიწურა და ორგანიზმის რესურსი, რომ უპასუხოს სტრესსა და სირთულეებს, რასაც შიმშილობა იწვევს, იწურება”,- აცხადებს ბასილაია.

მისი თქმით, მოშიმშილე, საკანში მჯდომმა მიხეილ სააკაშვილმა ისე, რომ არ ჰქონდა ტელეფონის საშუალება მიეწვდინა ხალხისთვის ხმა,არ ატარებენენ სასამართლო პროცესებზე, არჩევნები მოუგო ბიძინა ივანიშვილს.

“დღეს, ყველა ქართველის, ქართული საზოგადოების ვალია, რომ ეს გამარჯვება გავაფორმოთ და ამ გამარჯვების გასაფორმებლად ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალებაში. წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც მძევლობაში აყვანილი მიხეილ სააკაშვილი უგებს არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს, თავისუფლებაში მყოფი მიხეილ სააკშვილი არის საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის დასრულების გარანტი.ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის გასათავისუფლებლად.სააკაშვილი არ ესწრაფვის არანაირ თანამდებობას. ის საქართველოში ჩამოვიდა ქართველი ხალხის დასახმარებლად და ამ დახმარების დიდი შედეგი უკვე ვნახეთ, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს,ამ პროცესმა უნდა მოიღოს ლეგიტიმური საპროტესტო აქციების პერმანენტული სახე”. აცხადებს ბასიალაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა