მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო  მომხმარებლებისთვის  ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება

1 დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლებაპრეს-რელიზი2021 წლის 1 დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით.

ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით არის განპირობებული. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, პანდემიის პირობებში, ბუნებრივი გაზის ფასი კომპანიის მიერ უცვლელად იყო შენარჩუნებული, მაგრამ ეს არ ასახავდა საქართველოს საბაზრო ფასის რეალობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეცვალა კომერციული ტარიფი და საქართველოში არსებულ საბაზრო ფასთან შესაბამისი გაგვეხადა.

ამასთან, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

ასევე უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მიერ არის დადგენილი 2023 წლამდე.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს