აბაშის მერი გიგა გაბელაია საქმიანობას შეუდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი გიგა გაბელაია მუშაობას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ახალი მერი თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.

„აბაშის მუნიციპალიტეტს ჰყავს განათლებული, გამოცდილი მერი, გიგა გაბელაია. ის მოვიდა კონკრეტული გეგმებით, რეალისტური სტრატეგიებითა და მიზნებით. დარწმუნებული ვარ, აბაშის მუნიციპალიტეტს ექნება უკეთესი ხვალინდელი დღე, იქნება კიდევ უფრო განვითარებული და წარმატებული“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

გიორგი გუგუჩიამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე.

თანამშრომლებს მიესალმა და სამომავლო გეგმები გააცნო აბაშის მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა, გიგა გაბელაიამ.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს აბაშელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თითოეულმა აბაშელმა იგრძნოს საკუთარ თავზე მეტი კეთილდღეობა. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა დავინახეთ პრობლემებიც, რომლებიც აუცილებლად მოგვარდება.

არაერთხელ აღვნიშნე, მიუხედავად იმისა, თუ სად ვსაქმიანობდი, მთავარი ამოსავალი წერტილი ჩემი ხალხის, ჩემი აბაშელების ინტერესები იყო. მზად ვარ, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება ასეთივე სულისკვეთებით, სიყვარულით მოვახმარო მშობლიურ მხარეს“, - განაცხადა გიგა გაბელაიამ.

მერიის ინფორმაციით, გიგა გაბელაია აბაშაში დაიბადა. დაამთავრა N1 საშუალო სკოლა-გიმნაზია. სწავლა გააგრძელა თბილისის მართვის ინსტიტუტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. ის პროფესიით იურისტია.

2014-2015 წლებში მუშაობდა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად; 2015-2019 წლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის თანამდებობაზე; 2019 წლიდან სსიპ სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონალური მენეჯერი იყო.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

გიგა გაბელაიას აქვს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო და საბანკო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს