არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია 2021

31 ოქტომბერს ფონდის „ქართული გალობა“ ორგანიზებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში არტემ ერქომაიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიაზე წარდგენილი სამგალობლო გუნდების მეორე ტურის მოსმენა შედგა.

პრემია ფონდის დამფუძნებლების ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და გაიცემა ორ წელიწადში ერთხელ გალობის სფეროში საუკეთესო სამეცნიერო კვლევებისა და ქართული ტრადიციული გალობის შემსრულებელი საეკლესიო გუნდის გამოსავლენად. კონკურსის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია.

2021 წლის პრემიის მფლობელ მკვლევრებსა და შემსრულებლებს ფონდი „ქართული გალობა“ უახლოეს მომავალში წარადგენს.

მეორე ტურში საკონკურსო კომისიის წინაშე 5 გუნდი წარსდგა:

  • მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი
  • მგალობელთა ტრიო ,,ამაღლება“
  • მგალობელთა ტრიო ,,არტემი“
  • ანსამბლი ,,ფერხისა“ გოგონათა გუნდი
  • ანსამბლი ,,ფერხისა“ ვაჟთა გუნდი

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ტრადიცია გრძელდება და პანდემიის დროსაც არ შეფერხებულა, რაც მნიშვნელოვანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარების და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს