გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ომარაულები, ბოჭორმა, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, კარკუჩა, ახალციხე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: აბანოსხევი, ქოჩორაანი, ბულაჩაური, ქუბრიაანი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: კოჭობის აგარაკები, ბაგა, ჩანადირთკარი, ლაზვიანი, ბაგიჭალა, ბაზალეთს ტბა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.