იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის მერმა ფალიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, "კოლხური შადრევანის", მდინარე ოღასკურას კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ასევე, მერი გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სადაც გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, სამუშაოებს გაეცნო.

„დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს და ახალი ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. დღეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ვეცნობით. ბოლომდე გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ვადები. ბევრი მათგანი წლის ბოლომდე დასრულდება. ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითაა შერჩეული", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა დღეიდან მუშაობა განაახლა, როგორც ქალაქის მოქმედმა მერმა. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გამოსვლის შემდეგ კი, ის მეორე ვადით დაიკავებს ქუთაისის მერის თანამდებობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო