საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა.
როგორც სააკაშვილის მორიგ გზავნილში აღნიშნავს, ახლა წინ „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ გვაქვს.
„30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა - ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.