მონპერეს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ფრედერიკ მონპერეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 1 073 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რის შემდეგაც 5 971 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„საბურთალოს რაიონში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, რაც მათ დისკომფორტს უქმნიდა. ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, რის შემდეგაც, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „L&L” ახორციელებს.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს