ბორჯომში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და UNICEF-ის ორგანიზებული სემინარი მიმდინარეობს

ბორჯომში, მეორე დღეა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებული სემინარი - „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სემინარი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით იმართება და მას საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

,,შეხვედრის მთავარი თემებია: ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ინტერნეტ სივრცეში ძალადობა- ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება; პოზიტიური მშობლობა (გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი, ნონა ციხელაშვილი), საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი - ბავშვთა დაცვის მექანიზმები ; კანონსაწინააღმდეგო ქცევის პრევენცია მოზარდებში (გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა კუჭავა), რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები (რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი), ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა Covid 19 პანდემიის პირობებში (პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის სემინარმა მუშაობა დღეს დაასრულა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს