იოსებ ხახალეიშვილი - აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქუთაისის იერსახის გასაუმჯობესებლად

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში გზების და ტროტუარების მოწესრიგება გრძელდება.როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე „ლაივ“ ჩართვისას განაცხადა, წლის ბოლომდე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.

"წერეთლის ქუჩა უკვე გავლადი და დასრულებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება. აღმაშენებლის გამზირზე 24 - საათიან რეჟიმში მუშაობა არ შეჩერებულა. უკვე ჩაიდო ძირითადი მიწისქვეშა საკომუნიკაციო საშუალებები, ის, რამაც გაახანგრძლივა რეაბილიტაციის პროცესი. წლის ბოლომდე ორივე მხარე იქნება დასრულებული. რეგიონული განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში გაკეთდა შანიძის აღმართი, ცხინვალის და ხორავას ქუჩები. მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მელიქიშვილის ქუჩა, სადაც სანიაღვრე სისტემების მიერთებაც ხდება. შემსრულებლებისგან "სიურპროზებს" არ ველით არც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე. აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერ-სახის გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა