ბათუმში, მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას თევზით მოვაჭრეები გამოთქვამენ.

ამ წუთებში სავაჭრო ცენტრ „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლები იმყოფებიან და ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ აღნიშნული ადგილი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს