ლადო პაპავა - საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჩარჩოში ყოფნის შენარჩუნებაა

არჩევნების დასრულების შემდეგ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, არჩევნები დასრულდა. ხელისუფლებას აშკარად ეტყობა კმაყოფილება, რომ საარჩევნო ციკლი დასრულებულია და ახლა აკეთებს განცხადებებს, რომ ხალხის პრობლემებს მიხედავს.

არჩევნების მრავაგანზომილებიან შედეგებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

არჩევნები დასრულდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ჭირს იმის თქმა, რომ წინა არჩევნების მსგავსად ბოლო არჩევნებით ქვეყანამ დემოკრატიის მშენებლობაში ნაბიჯი წინ გადადგა. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანზაცია, რომელიც ასეთ ქვეყნების დემოკრატიულობის რეიტინგებს ადგენს, ჩვენ ისევ ჰიბრიდულ რეჟიმები ქვეყნების სიაში ვყავართ.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ შიგა პოლიტიკაში არსებულ თავისებურებებს?

- ის, რომ არჩევნების შედეგებს მმართველი პარტია და რადიკალური ოპოზიცია განსხვავებულად აფასებენ ეს სულაც არ არის მოულოდნელი, რადგანაც უკანასკნელის მიერ ადგილობრივი არჩევნები თავიდანვე იყო გამოცხადებული, როგორც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ რეფერენდუმი.

მართალია, რეფერენდუმის ჩატარებას თავისი საკანონმდებლო ბაზა აქვს და ის ადგილობრივი არჩევნების შედეგებთან საერთოდ არ არის დაკავშირებული, თუმცა რადიკალური ოპოზიციისათვის პოლიტიკურად სიმბოლური გახდა „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ დაფიქსირებული 43-პროცენტიანი ზღვარი, რომლის არ გადალახვის შემთხვევაში საქართველო უნდა წასულიყო, თუმცა გაუგებარია ეს როგორ მოხდებოდა ისე, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გასულიყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გზით.

რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ადგილობრივი არჩევნების შედეგებისადმი აშკარად არაკონსტიტუციურია. მმართველი პარტიის სასახელოდ, მან ადგილობრივი არჩევნების ამ არაკონსტიტუციური ბარიერის საგრძნობი გადაჭარბებით გადალახვა მოახერხა, რითაც ხელიდან გამოაცალა რადიკალურ ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის „მიშელისეული შეთანხმების“ ეს ვირტუალური, არაკონსტიტუციური საფუძველი.

ხაზგასასმელი ფაქტია, რომ მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი შენიშვნების მიუხედავად, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს ადგილობრივი არჩევნების როგორც პირველი, ისე მეორე ტურის შედეგები. ფაქტია, რომ რადიკალური ოპოზიციისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და მაინც იმ პოზიციაზე დგას, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს კი შეიძლება შეფასდეს, როგორც „დამარცხებულის დაუმარცხებლობის სინდრომი“, როცა დამარცხებული თავის მარცხს არ აღიარებს და თვლის, რომ მას შედეგები გაუყალბეს, იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები მოცემულ შედეგებს ადასტურებენ.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რჩება ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში ეს გულდასაწყვეტია, თუმცა არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებაში რეალიზებისათვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი და აქ თითოეული ადამიანის ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველო რჩება ჰიბრიდული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში ეს გულდასაწყვეტია, თუმცა არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგანაც დემოკრატიის პრინციპების ცხოვრებაში რეალიზებისათვის კიდევ ბევრია გასაკეთებული

არ უნდა გვეგონოს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვიღაც აგვიშენებს, უნდა გავითავისოთ, რომ ასეთი სახელმწიფოს შექმნა არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ამოცანაა.

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა, როცა ერთ მხარესაა პარტია „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს რადიკალური ოპოზიცია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით. ამ უკანასკნელს კი მიეტმასნა პოლიტიკურად დაბალრეინტიგული ან საერთოდ ურეიტინგო მცირე ზომის პარტიები.

არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა, როცა ერთ მხარესაა პარტია „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხარეს რადიკალური ოპოზიცია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით. ამ უკანასკნელს კი მიეტმასნა პოლიტიკურად დაბალრეინტიგული ან საერთოდ ურეიტინგო მცირე ზომის პარტიები

ვითომ „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებს გიორგი გახარიას პარტია, თუმცა თუ, კარგად დავუკვირდებით ამ პარტიამ საბოლოო ჯამში „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე დაასხა წყალი. მართლაც, როგორც ვნახეთ, თბილისსა და ზოგიერთ სხვა რეგიონშიც მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა სწორედ გიორგი გახარიას პარტიამ განაპირობა.

გახარიას რომ მართლაც ნდომებოდა „მესამე ძალად“ ჩამოყალიბება ადგილობრივ არჩევნებში ჯობდა მონაწილეობა არ მიეღო, რადგანაც მისი ახლადშექმნილი პარტია პარტიული მშენებლობის საწყისს ეტაპზე იმყოფება და საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა გაეგრძელებინა მომზადება.

სამწუხაროდ, არარადიკალური ოპოზიციის რესურსი ისევ და ისევ მცირეა, რის გამოც, ჯერ-ჯერობით, შიგა პოლიტიკის ორპოლუსიანობაა შენარჩუნებული.

სამწუხაროდ, არარადიკალური ოპოზიციის რესურსი ისევ და ისევ მცირეა, რის გამოც, ჯერ-ჯერობით, შიგა პოლიტიკის ორპოლუსიანობაა შენარჩუნებული

- არჩევნების შედეგების მრავალგანზომილებიანობა ვახსენე. ფაქტია, გამარჯვებულები ხარობენ, დამარცხებულთაგან ნაწილი მოვლენათა განვითარების ისევ რევოლუციურ სცენარებზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი თვლის რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ბრძოლის ხაზმა ახლა საკრებულოებში უნდა გადაინაცვლოს.

არჩევნების შედეგების მრავალგანზომიანობის თვალსაზრისით შიგა პოლიტიკისთვის თქვენ ყველაზე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან განზომილებად რას, ან რომელს გამოჰყოფდით?

- უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური მოვლენების რევოლუციური გზით განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს რევოლუციური სიტუაცია. იმ შემთხვევაში, თუ რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, და ასეთი, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არსებობს, მაშინ სიტყვათაწყობა „რევოლუციური სცენარი“ „სახელმწიფო გადატრიალების სცენარის“ ლამაზად შესაფუთად გამოიყენება.

სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათწლიანი პერიოდის გავლის შემდეგაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკაში კვლავ რჩება ქვეყნის რევოლუციური, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების გზით სიარულის მოწოდება.

სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ოცდაათიწლიანი პერიოდის გავლის შემდეგაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალის რიტორიკაში კვლავ რჩება ქვეყნის რევოლუციური, სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების გზით სიარულის მოწოდება

ნებისმიერ არჩევნებს აქვს თავისი მრავალგანზომილებიანი შედეგები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩათვლით საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების ჩარჩოში ყოფნის შენარჩუნებაა, რასაც, როგორც ვხედავთ, დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ეს ძალისხმევა არც მომავალში უნდა შესუსტდეს.

აუცილებელია, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჯდებოდეს ქვეყნის კონსტიტუციაში. ჯერჯერობით ამას ქართული სახელმწიფო ახერხებს, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ყველაზე მთავარი განზომილება კონსტიტუციური ჩარჩოდან გაუსვლელობაა.

- მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში თითქმის 8 წელი არ იყო, ბოლო არჩევნებმა, განსაკუთრებით მეორე ტურმა, მკაფიოდ აჩვენა, რომ იგი შიგა პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ახლა იგი ციხეშია და შიმშილობს, მაგრამ ხალხს მოუწოდა იაქტიურონ, რომ იგი ციხიდან მალე გამოვიდეს. სააკაშვილი მხარდამჭერებს დაპირდა, რომ ციხიდან მისი გამოსვლის შემთხვევაში მაქსიმუმ 10 დღეში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები.

ფაქტია, რომ სააკაშვილის მოწოდებამ მხარდამჭერებში და თანაპარტიელებშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაუგებარია, „ნაციონალები“ თუ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გამოვლენ, ძნელი ასახსნელი იქნება იმათთვის ვინც ბოლო არჩევნებში აქტიურობდა და ხმებსაც იცავდა, საერთოდ რატომ აქტიურობდა ბოლო არჩევნებში.

თქვენ როგორ აღიქვით სააკაშვილის ბოლო განცხადებები? თქვენი დაკვირვებით ამ განცხადებების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ერთი მხრივ „ნაციონალების“ ოპოზიციურ ფლანგზე და მეორე მხრივ დანარჩენ ოპოზიციურ ფლანგზე?

- მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ნამდვილად ანგარიშგასაწევია, რადგანაც პირადად მას, შეიძლება ასეც ითქვას, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მის „ნაცმოძრაობას“.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილმა დაივიწყა, ან აწყობდა, რომ დაევიწყებინა, ის ბოროტება, რასაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით მისი სახელისუფლებო გუნდი სისტემატურად ჩადიოდა. ახალგაზრდების ნაწილმა კი არ იცის, თუ რა ხდებოდა 10-15 წლის წინ და მათთვის წარმოუდგენელიც კია, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი რატომ უნდა იჯდეს ციხეში.

იმავდროულად, ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ყველაფერი კარგად ახსოვს და აშკარა უკმარისობის გრძნობა აქვს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსალოდნელი სამართლიანობა არ ყოფილა აღდგენილი.

ბევრი იმასაც კი სამართლიანად თვლის, რომ ექვსწლიანი ციხე იმ ბოროტებისთვის, რასაც ნაცმოძრაობის მმართველობისას ჰქონდა ადგილი, მიხეილ სააკაშვილისთვის არ არის საკმარისი. ასეა თუ ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში და თანაც ციხეში ყოფნა ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას.

სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იქნება ამ პრობლემის გაწყვეტის გარკვეული წინადადებები. სამთავრობო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას კი, ისევ და ისევ, მთავარია ქვეყანა არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან.

სავარაუდოდ, უკრაინის ხელისუფლებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან იქნება ამ პრობლემის გაწყვეტის გარკვეული წინადადებები. სამთავრობო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას კი, ისევ და ისევ, მთავარია ქვეყანა არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან

სავარაუდოდ გარკვეულ დაბნეულობად უნდა შეფასდეს თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც, როცა ჯერ მოუწოდა მის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს, რომ ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე, ხოლო სულ ცოტა ხანში შეცვალა პოზიცია და პირიქით მოუწოდა მის მხარდამჭერებს შეინარჩუნონ საპარლამენტო მანდატები, რათა მასთან ციხეში სტუმრობა არ შეეზღუდოთ და არ შეფერხდეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი, რომლის თანახმადაც საპარლამენტო ბარიერი 5 პროცენტიდან 2 ან თუნდაც 3 პროცენტამდე უნდა შემცირდეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე მისი პარტიაც და ამ პარტიის წვრილი პოლიტიკური „თანამგზავრებიც“ მიდიან რევოლუციურად შერაცხული სახელმწიფო გადატრიალების გზით.

რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს და შეეცდება ადამიანების მობილიზებას, თუმცა საეჭვოა, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდეს რევოლუციური მიზნების მისაღწევად.

რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს და შეეცდება ადამიანების მობილიზებას, თუმცა საეჭვოა, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდეს რევოლუციური მიზნების მისაღწევად

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მწარე გამოცდილებიდან რევოლუციური და მით უფრო სახელმწიფო გადატრიალების გზა მიუღებელია, თანაც არც ის ბოროტებაა დავიწყებული, რაც ამ რევოლუციონერთა კარგად ცნობილ სახელებთანაა დაკავშირებული...

- სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს სოციალურ ქსელში მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი სტატუსით „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა.

მისი აზრით, - „არავითარი რესურსი მოძალადე, გამყალბებელი ხელისუფლების ქუჩიდან გასტუმრების არ არის. 2003 . 22 ნოემბრის მოლოდინი არის ყალბი ილუზია. მეტიც, იგი შეეცადა სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ მისივე ჯანმრთელობისთვისაც „ილუზიების ტყვეობაში ყოფნა არაა უხიფათო.“ შეძლებს ოპოზიცია სააკაშვილის დარწმუნებას რომ ქუჩიდან რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს აზრი არა აქვს?

- ბატონ დავითს ფრაზის პირველ ნაწილში ძნელია დაეთანხმო, ხოლო ფრაზის მეორე ნაწილს კი სრულად ვიზიარებ. კერძოდ, დღევანდელი ხელისუფლება თუ მოძალადეა, მაშინ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება რაღა იყო გვირგვლიანთან, რობაქიძესთან, მოლაშვილთან ან სხვა განწირულ ადამიანებთან მიმართებაში?

ფრაზის იმ ნაწილს, რომ „2003 წ. 22 ნოემბრის მოლოდინი არის ყალბი ილუზია“ - ამას 100 პროცენტით ვეთანხმები

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს აზრი არ აქვს, ეს ჩემი გადასახედიდან შეუძლებელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოში სწორედ რევოლუციის მოწყობის მიზნით შემოიპარა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ რევოლუციურ გეგმებზე ფიქრს აზრი არ აქვს, ეს ჩემი გადასახედიდან შეუძლებელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოში სწორედ რევოლუციის მოწყობის მიზნით შემოიპარა

თუმცა, ვერ გაითვალისწინა, რომ დღეს არა 2003, არამედ 2021 წელია, და რომ საქართველოს ფაქტობრივად ნამდვილად არ ჰყავს ე.წ. „უნიათო“, როგორც ამას წლების განმავლობაში იმეორებდნენ და, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ თავს აჯერებდნენ ოპოზიციური ლიდერები, მთავრობა.

სამწუხაროდ, ქვეყნის „პოლიტიკური ჯანჯღარი“ გაგრძელდება. მთავარია რაიმე პრინციპული ხასიათის შეცდომა არ დაუშვას ხელისუფლებამ და ქვეყანა წაიყვანოს სწორი მიმართულებით, რათა 2024 წელს საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე ბრიუსელის მიერ ადეკვატურად იქნეს აღქმული.

- ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტიდან გამოვიდა უკვე, ნაწილი ალბათ კიდევ გამოვა. მაგრამ ნაწილი დარჩება თუნდაც იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილი, რაც 1%-იან ბარიერს უკავშირდება, ბოლომდე იქნას მიყვანილი თუნდაც „ნაციონალების“ გარეშე.

ვითარებაში, როცა პარლამენტი უკვე ბევრმა დატოვა, აქტუალურად განიხილება „ნაციონალების“ პარლამენტიდან გამოსვლა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტი 113 ხმით ბარიერის თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს, თუ ამ ცვლილებებზე უარს „ქართული ოცნებაც“ იტყვის?

- როგორც გითხარით რადიკალურმა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეცვალა ტაქტიკა და იმავე სააკაშვილის მოწოდებით აღარ გადის პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, რასაც მივესლამები.

პარტიებმა უნდა გაამართლონ ამომრჩევლების მხარდაჭერა და საპარლამენტო ტრიბუნა პოლიტიკური ცხოვრების საჭირო მრავალფეროვნებისთვის ეფექტიანად უნდა გამოიყენონ.

- მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წევრები თუნდაც გუშინ აცხადებდნენ, - „ნაცებზე“ არ ილაპარაკებდნენ“, ისინი „ნაციონალებზე“ მაინც აგრძელებენ განცხადებების კეთებასა და ქილიკს.

თუ ხელისუფლება არჩევნების შედეგებს კარგად გაანალიზებს, იოლად აღმოჩენს, რომ მას არა მარტო ქვეყნის მართვაში, არამედ როგორც ოპონენტებთან, ისე საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილთან კომუნიკაციაში აქვს პრობლემები.

არჩევნების შედეგებითვე რიგ საკრებულოებში არსებულ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსს თუ გადავხედავთ, ახლა ხელისუფლებას მოუწევს იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმით და როგორ ითანამშრომლებს საკრებულოებში ოპოზიციურ ჯგუფებთან.

არჩევნებამდე თვითმმართველ ორგანოებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გათვალისწინებით გაქვთ იმის განცდა, რომ „ქართული ოცნება“ საკრებულოებში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობას დაიწყებს და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლის მოსყიდვა-გადაბირებას?

- „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა „ნაცმოძრაობის“ თემაზე საუბარს, რადგანაც ის მთავარი და, თანაც, რადიკალური ოპოზიციური ძალაა. რაც შეეხება პოლიტიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა პარტიებს შორის იმ საკრებულოებში, სადაც ძალთა ბალანსი „ქართულ ოცნების“ სასარგებლოდ არ არის, ეს უკვე იქნა გაცხადებული ამ პარტიის ხელმძღვანელობის მიერ, რაც არა უბრალოდ მისასალმებელია, არამდე არსებული რეალობის გონივრული გათვალისწინების აუცილებლობაცაა.

კოალიციური მთავრობის შექმნის მიზანშეწონილობა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დგება, როცა პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს

რაც შეეხება პოლიტიკურ რიტორიკას, უნდა გვახსოვდეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სხვა ამოცანებია, გადასაწყვეტი, ხოლო ქვეყნის თუ რეგიონის უშუალო მმართველობის პროცესში კი აშკარად განსხვავებული ამოცანები დგება წინა პლანზე.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული მოწოდება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეალისტური, როცა ვერცერთ პარტიას ვერ ექნება პარლამენტში (თუ საკრებულოში) მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა მოპოვებული.

კოალიციური მთავრობის შექმნის მიზანშეწონილობა დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დგება, როცა პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ვერც ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს.

სწორედ ამ პოლიტიკური პროცესის მომსწრენი ვართ დღევანდელ გერმანიაში. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნას აქვს თავისი პოლიტიკური და, რაც მთავარია, კონსტიტუციური ჩარჩო, ხოლო მისი დარღვევა სახელმწიფო დანაშაულის ტოლფასია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს