მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ

საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად განიხილავენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ამას სწორად აფასებს, რაც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში აისახება.

„მანდატის გამოყენება სწორია, მაგრამ არა იმ არგუმენტებით, რაც დასახელდა. ის არგუმენტი, რომ ციხეში შესვლის საშუალება ექნება ან არ ექნება აბსოლუტურად არარელევანტურია. სამწუხაროც ეს გახლავთ, რომ საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები უყურებენ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობას არა პოლიტიკური პროცესების, ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის საშუალებას, არამედ ამას განიხილავენ როგორც მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი და საჭირო ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად და არა კონკრეტული ფუნქციების განსახორციელებლად. ასეთი არათანამიმდევრული გადაწყვეტილებები რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, აბსოლუტურად ნათელი ხდება მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, როცა ეს უკვე ითარგმნება იმაში, რომ არცთუ მაინცდამაინც მაღალი მხარდაჭერა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს არის მიზეზი, რაც მოყვება არათანამიმდევრულ ლოგიკას. ამიტომაც არის, რომ შარშანდელ არჩევნებზე ჭიქაში მოწყობილი ქარიშხალი და ახლა ბაქი-ბუქი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამარცხდა ოპოზიცია ამჯერად უკვე თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა სარჯველაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ

საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად განიხილავენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ამას სწორად აფასებს, რაც მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში აისახება.

„მანდატის გამოყენება სწორია, მაგრამ არა იმ არგუმენტებით, რაც დასახელდა. ის არგუმენტი, რომ ციხეში შესვლის საშუალება ექნება ან არ ექნება აბსოლუტურად არარელევანტურია. სამწუხაროც ეს გახლავთ, რომ საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები უყურებენ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობას არა პოლიტიკური პროცესების, ადამიანთა საკეთილდღეოდ მუშაობის საშუალებას, არამედ ამას განიხილავენ როგორც მათი პატიმარი პოლიტიკური ლიდერის მონახულების საშუალებად ან რომელიმე მათთვის მერკანტილურად აუცილებელი და საჭირო ცვლილების მხარდასაჭერის მექანიზმად და არა კონკრეტული ფუნქციების განსახორციელებლად. ასეთი არათანამიმდევრული გადაწყვეტილებები რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, აბსოლუტურად ნათელი ხდება მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, როცა ეს უკვე ითარგმნება იმაში, რომ არცთუ მაინცდამაინც მაღალი მხარდაჭერა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს არის მიზეზი, რაც მოყვება არათანამიმდევრულ ლოგიკას. ამიტომაც არის, რომ შარშანდელ არჩევნებზე ჭიქაში მოწყობილი ქარიშხალი და ახლა ბაქი-ბუქი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამარცხდა ოპოზიცია ამჯერად უკვე თვითმმართველობის არჩევნებში", - განაცხადა სარჯველაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია