ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს - რა როგორ მოხდა, ჩემი კომპეტენცია არ არის

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს - რა როგორ მოხდა ჩემი კომპეტენცია არ არის, - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ამ კონტექსტში ოხანაშვილმა გაიხსენა, რომ იყო დრო, როცა „ძმები კუბლაშვილებიდან ერთი უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე ძმა - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი“. ოხანაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო ნიკა გვარამია და „დასრულდა დრო, როცა საბჭო პოლიტიკით იყო გაჯერებული“.

ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია მოხდა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით ვეცნობით მას და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.

სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არის წარმოდგენილი. ყველას შევთავაზე კონკრეტული იდეის წარმოდგენა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ გავატარეთ რეფორმები, რამაც დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცება უზრუნველყო, სასამართლო დამოუკიდებელია და წინ მიიწევს. ამ საუბრებს წერტილი რომ დავუსვათ, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ. არ არის გამოხმაურება. რთული და წარმოუდგენელია კონსულტაცია ოპოზიციასთან, რომლის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი აქციებს აანონსებს, თუმცა ჩვენ კონსულტაციებისთვის ვართ მზად!, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია