ინოვაცია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში

პირველად საქართველოში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა წარადგინა ინოვაციური მეთოდი შარდის შეუკავებლობის პრობლემის გადაწყვეტისთვის - აპარატი, სავარძელი „EMSELLA“.

უახლესი ტექნოლოგია „BTL EMSELLA“, რომელიც ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკაში შარდის შეუკავებლობის საკითხის გადაწყვეტაში, არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, საჭიროებს მინიმუმ 6 ვიზიტს (ექიმის დანიშნულებით), კვირაში 2-3-ჯერ და, რაც მთავარია, პაციენტისთვის სასიამოვნო, სრულიად კომფორტული და უმტკივნეულოა.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი თვით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ აქციას: ერთი პროცედურის ღირებულება 50%-იანი ფასდაკლებით 90 ლარად 180 ლარის ნაცვლად!

რაში მდგომარეობს ამ აპარატის უნიკალურობა? ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა შარდის შეუკავებლობას ებრძოლოთ არა-ქირურგიული მეთოდით.

შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 200 მილიონამდე ადამიანს - ქალსა თუ მამაკაცს - უწევს მსგავს პრობლემასთან ერთად თანაარსებობა, თუმცა პაციენტებს ხშირად საკმაოდ უჭირთ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში დაავადების განვითარებისაგან არავინაა დაზღვეული, რადგან გამომწვევი ფაქტორები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა: სხეულის დაბერების პროცესი, მშობიარობა, მენოპაუზა, სიმსუქნე, მშობიარობის შემდგომი დარღვევები მენჯის ფსკერზე, ქალის სასქესო ორგანოების მსუბუქი პროლაფსი და ჰისტერექტომიის შემდგომი პერიოდი ან სხვა.

„Emsella-ს“ მკურნალობის მიზანიც სწორედ ესაა, რომ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს სხეულის აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის დაბრუნებაში. მკურნალობის ეს მეთოდი უკვე დანერგილია ევროპის ქვეყნებში და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, უკვე ქართველ პაციენტებსაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე გამოსცადონ მკურნალობის დღესდღეობით ყველაზე ეფექტური მეთოდი (კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების 95% სრული კურსის შემდეგ იღებს მდგომაროების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას).

„მარტივი, სასიამოვნო პროცედურა, რომელიც საკმაოდ კომფორტული და სრულიად უმტკივნეულოა“ - სწორედ ასე დაახასიათეს ეს აპარატი, კახეთში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე შეკრებილმა წამყვანმა სპეციალისტებმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარდის შეუკავებლობა მხოლოდ ერთ-ერთია იმ პრობლემათაგან, რომელსაც ეს ინოვაციური მეთოდი შველის. იგი პაციენტებს ეხმარება ქრონიკული პროსტატიტის, სექსუალური დისფუნქციის, მშობიარობის შემდგომი დარღვევებისა თუ სხვა დაავადებების მკურნალობაში. ამ მეთოდის უპირატესობაა ისიც, რომ მკურნალობის კურსი არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. თითოეული პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია მომენტალურად დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს და განაგრძოს ყოველდღიური საქმიანობა.

სწორედ ამ მიზეზების გამო, უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად თანხმდებიან, რომ „Emsella“ არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი პაციენტებისათვის დაახლოებით 3 კვირაში უარი უთხრან შარდის შეუკავებლობითა თუ სხვა გინეკოლოგიური, უროლოგიური და ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეულ მუდმივ სტრესსა და დისკომფორტის შეგრძნებას. ეს ყველაფერი კი ადვილად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სასიამოვნო ინოვაციური სამკურნალო მეთოდის მეშვეობითაა შესაძლებელი.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უკვე წლებია სამედიცინო სფეროში ინოვაციური მიდგომებითა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით გამოირჩევა. სწორედ ინოვაციისკენ სწრაფვამ და პაციენტებისთვის უახლესი მეთოდების შეთავაზების სურვილმა განაპირობა, რომ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, პირველად საქართველოში ხელმისაწვდობია ეს უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გარდა შარდის შეუკავებლობისა, ეფექტურია გინეკოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიის და თერაპიული პრობლემების გადასაწყვეტად.

(R)

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს