დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა ნარიმანიძემ რეგიონალური საზედამხედველო შპს „მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.

„აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ხორციელდება 20-მდე სხვადასხვა მიმართულების პროექტი.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს: სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა; სოფელ ოძისის სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა; დუშეთის N3 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა.

ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის მხარდაჭერისათვის: ქ. დუშეთში შენდება სპორტკომპლექსი; ქ. დუშეთის კარიაულთ დასახლებაში მიმდინარეობს მინი-სტადიონის მოწყობა; - სოფელ ჩანადირთკარში მინი-სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები; დაბა ჟინვალში მიმდინარეობს მინი-სტადიონის რეაბილიტაცია.

ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით: სოფელ ოძისში მიმდინარეობს შიდა სასოფლო (დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმთან მისასვლელი) გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება და გარე განათების მოწყობა; სოფელ ლაფანაანთკარიაქძაბანოსხევის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია; სოფელ ჭართალში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფელ ბაზალეთთან არსებული დევნილთა დასახლებისაკენ მისასვლელი გზის და ეზოების მოასფალტების სამუშაოები; ქ. დუშეთში ბექაურის ქუჩის მოასფალტება; ქ. დუშეთში ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე ხევზე ნაპირსამაგრის მოწყობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა