თელავში, ავტონაწილების მაღაზიის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს

სროლა იყო თელავში. აღამაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი პირის, ფაზილ ბაირამოვის კუთვნილი ავტონაწილების მაღაზიის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მივიდა სოფელ ყარაჯალის დეპუტატი. ზურაბ მუსაევის თქმით, მაღაზიის მისამართით ბიზნესმენმა სანდრო მეგუთნიშვილმა ისროლა, მიზეზი კი სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

მუსაევის თქმით, მეგუთნიშვილი პოლიციამ უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა