თემურ ჯანაშია - ზოგიერთისთვის ეს თემა საღლიცინო გახდა, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიყვანონ სააკაშვილი ციხიდან ან სასამართლოში მიიყვანონ, ან სადმე გამოაჩინონ, რომ საზოგადოებამ ნახოს, რა მდგომარეობაშია

ზოგიერთისთვის ეს თემა საღლიცინო გახდა, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი ციხიდან ან სასამართლოში მიიყვანონ, ან სადმე გამოაჩინონ ეკრანთან, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ყველას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

"წონაში დაიკლო, წნევის თამაშიც აქვს, პულსიც არეული აქვს ცოტა. ზოგიერთისთვის ეს თემა საღლიცინო გახდა, მაგრამ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი ციხიდან ან სასამართლოში მიიყვანონ, ან სადმე გამოაჩინონ, რომ საზოგადოებამ თავად ნახოს რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი. მოგვიწოდებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე, ეს კაციც დატოვებს ციხის კარებს და არჩევნებიც ჩატარებული იქნება ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა