რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სამი სახაძრო - სამაშველო ბრიგადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, წინასწარი ინფორმაციით მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

























