იოსებ ხახალეიშვილი - 2022 წლამდე რამდენიმე ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალების

დღევანდელი მოცემულობით, ქალაქში 15- მდე სხვადასხვა მასშტაბის ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ დღეებში ჩვენ ვხვდებით სამუშაოების მწარმოებლებს და ადგილზე ვნახულობთ, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა.

მერმა 26 მაისის და ნიკეას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის ქუჩის ტროტუარების რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა, ეწყობა მწვანე საფარი. სამუშოების ღირებულება 390 ათასი ლარია, რომელსაც შპს „ჯორჯიან სტოუნი" ასრულებს.

მათივე ცნობით, პროექტი მოიცავდა ტროტუარების მოპირკეთებას დეკორატიული ბეტონის ფილებით. როგორც მერიაში აცხადებენ, ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევის #13-თან მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. შპს "არადანი" 187 ათასი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: საფეხმავლო ბილიკებს, ძელსკამებს, გარეგანათებას, გამწვანებას და ატრაქციონების დამონტაჟებას. „წლის დასაწყისამდე რამდენიმე ახალი ობიექტის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის მნიშვნელოვანი საგზაო მაგისტრალების. ის პროექტები, რომლებიც უკვე დაწყებულია, აუცილებლად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ახლად დაწყებული პროექტები იქნება გარდამავალი. ბევრი მათგანი ევროკავშირის საგრანტო კონკურსების ფარგლებში იქნება დაფინანსებული, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის და ზოგადად , იერსახის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტები აუცილებლად განხორციელდება სტანდარტების შესაბამისად - ხარისხიანად და დათქმულ ვადაში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა