რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მომიტინგეთა მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტი სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ, ხოლო საბოლოოდ კი ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ერთადერთი მიზანი, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ და ეს იქნება ყოველ დღე ასე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს და არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.
ახლა რაც არის სასწრაფო, დღესვე გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იქნას სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთი რეანომობილის იმედზე, რომელიც აქ ჰყავთ გაჩერებული და არაფრის მაქნისი არ არის ამ ვითარებაში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.
შიმშილობის 34-ე დღეა და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, კვირების განმავლობაში ველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ორგანიზმმა ყველა რესურსი ამოიწურა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიფუნქციურ კლინიკაში და რა თქმა უნდა, უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"