ანზორ მელია - მინდა, „ოცნების“ ხელმძღვანელებს მივმართო, გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი - ახლა მთავარია, გავერთიანდეთ ყველანი, ყველა პარტია, საქართველოა გადასარჩენი

არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ - თბილისში თუ ზუგდიდში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება , - ამის შესახებ ანზორ მელიამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანზორ მელიამ „ქართულ ოცნებასა“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

მისი თქმით, დაწყებული ბრძოლა მიყვანილი იქნება ბოლომდე.

„მადლობა, რომ მიმიღეთ ზუგდიდელად ამდენი წლის განშორების შემდეგ. მე უბედნიერესი კაცი ვარ, რაც ვნახე ჩემს ზუგდიდში - სიყვარული და პატივისცემა, ჩემსა და ჩემი შვილის მიმართ. სულით და გულით ვიბრძოლებ. მაბრალებენ, რომ სოფლები არ იცისო, ორჯერ შემოვიარე ყველა სოფელი. გაოცებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით, ძალისხმევით, მოვლილი კარ-მიდამოთი. 6,5% ვუსწრებდი პირველი ტურის შემდეგ, მაგრამ დავმარცხდი 3,5%-ით, თუმცა, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. ხელისუფლება შეეკრა კრიმინალებს, „შავ ბიჭებს“ და ყველა ერთად მოქმედებდა. მოპარული არჩევნები, მერის სავარძლის ჩაგდება, რა ვაჟკაცობაა. თანაც, ეს არჩევნები მხოლოდ მერის არჩევნები კი არ იყო, ჩვენი სასიქადულო, საამაყო პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იყო.

მინდა, „ოცნების“ ხელმძღვანელებს მივმართოთ, დავუშვათ, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას, რაც ეკადრება ისე მოიქეცით - გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩვენ ხმას იცავდნენ, რომ შეაგდეთ ჯურღმულში. ღარიბაშვილს მივმართავ, რომ გამოდიხარ იქ, რაღაც სამიტზე და თავი მოგწონს ხალხით, თქვენ წინააღმდეგ არის, თქვენს კანონებს არ ვემორჩილებით და არც დავემორჩილებით. ზუგდიდი არის გმირი ხალხის ქალაქი, ის გააკეთებს ყველაფერს. ახლა დრო არ არის, რომელ პარტიას მიეკუთვნება ადამიანი, ახლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ ყველანი, ყველა პარტია, საქართველოა გადასარჩენი. მითხრას მთავრობამ, რომელი დარგი ააყვავა საქართველოში? - ყველა ძირს ვაგდივართ. არ შეიძლება ასე, გეყოფათ რაა! მესამედ არჩევა არ გამიგია არსად. იცოდეთ, რომ ჩვენ ბრძოლას არ დავთმობთ. მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე. არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ- თბილისში თუ ზუგდიდში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება. დაღუპული ვართ, ახალგაზრდები ტოვებენ საქართველოს, მოხუცების ხელში რჩება ქვეყანა და დავიღუპებით“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო