სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ხატია წილოსანმა გახსნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სათბურის ბაზაზე ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზება მოხდება.

უწყების ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, შემდეგი ეტაპი კი, ცენტრის ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს.

„ისრაელის სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია. მნიშვნელოვანია, რომ სასათბურე მეურნეობის განვითარების მიმართულებით მაშავის ცენტრი (MASHAV) აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით, აშენდა სადემონსტრაციო სათბური, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდა ფერმერებს ცოდნის გაღრმავებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა. დღეისათვის, MASHAV-ის პროფესიული სასწავლო კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.

„მომავალ წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი აღინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ახალი სადემონსტრაციო ჰაბი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ამ ურთიერთობის ისტორიაში. დღეს ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ სადემონსტრაციო ჰაბის შექმნაში, რაც მოგცემს შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, ეს სადემონსტრაციო ჰაბი გახდეს რეგიონული და დარგის ექსპერტები და სტუდენტები არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან მოვიდნენ აქ, იმისთვის რომ შეისწავლონ სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიები“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.

სტუმრებმა, წილკნის ბაზაზე, პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. ლაბორატორიაში, 2017 წლიდან, ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად