ტერაბანკის სწრაფი ფულადი გზავნილები რობოტიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიით განხორციელდება

ტერაბანკმა ბიზნესპროცესებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და რობოტიზაციის გამოყენება საქართველოში პირველმა დაიწყო.

ბანკში ციფრული რობოტების დანერგვა BDO Digital-თან პარტნიორობით განხორციელდა და პირველ ეტაპზე ისინი სწრაფ ფულად გზავნილებში ინტეგრირდა. ამჟამად რობოტიზაციის დახმარებით 9 ფულადი გზავნილი ხორციელდება: ტრანზაქციებსა და მათ ავტორიზაციას მთლიანად რობოტები ახორციელებენ, ტერაბანკის თანამშრომლები კი მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში ერთვებიან.

ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, გაუმჯობესდა ბანკის თანამშრომლების დროის მართვა და იმ რუტინის ნაცვლად, რომელსაც უკვე რობოტები ასრულებენ, ისინი საკუთარ რესურსს უფრო სტრატეგიულ საკითხებს უთმობენ. შესაბამისად, გაიზარდა მათი პროდუქტიულობაც. ამავდროულად, სრულად გამოირიცხა მექანიკური შეცდომების ალბათობა და დაიზოგა არა მარტო საბანკო პროცესების წარმართვისთვის, არამედ შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დროც.

„გვსურდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის მიგვეღწია, სწორედ ეს იყო BDO Digital-თან თანამშრომლობის მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესი რობოტების მეშვეობით, მართლაც, საგრძნობლად დაჩქარდა, დაიზოგა როგორც პროცესისთვის, ისე შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტები ჩვენი ვირტუალური თანამშრომლები გახდნენ და ყველა განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული საქმე შეითავსეს. ჩვენს თანამშრომლებს კი გამოუთავისუფლდათ დრო და რესურსი, რომელსაც ახლა კომპანიისთვის ბევრად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს უთმობენ“, - აცხადებს ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახო ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საწყის ეტაპზე BDO Digital-მა ტერაბანკის ბექ ოფისის საოპერაციო ნაწილი და რობოტიზაციასთან თავსებადობა დეტალურად შეისწავლა და დიაგნოსტიკის საფუძველზე, ავტომატიზაციის შესაძლებლობებიც განსაზღვრა. შედეგად, გამოვლინდა ის პროცესები, რომლებსაც რობოტიზაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებდა, ადამიანური შეცდომის რისკს გამორიცხავდა და ბანკს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა. BDO Digital-თან პარტნიორობის ფარგლებში, ტერაბანკი RPA ტექნოლოგიის დანერგვას სხვა ბიზნესპროცესებშიც გეგმავს.

(R)

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება