„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ფოთში, ბაზრის დირექტორი ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც პროკურატურას მიმართა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუკრი რობაქიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც ფოთში, ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურას გაცხადებით მიმართა.

მისი თქმით, ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია. როგორც რობაქიძე ამბობს, კორსანტია მას კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებს.

„ჯერ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, პირიქით, ბაზრის დირექტორმა აქეთ წამომიყენა პრეტენზია, რომ მე შეუვარდი კერძო საკუთრებაში. ასეთი რამ არ მომხდარა. ფიზიკურად თუ როგორ მისწორდება ამის ვიდეომასალა არსებობს. ადვოკატები შევლენ და გაესაუბრებიან. მოვაჭრეებს, რომლებსაც კორსანტია თევზის რეალიზაციის უფლებას არ აძლევდა, შევეცადე დავხმარებოდი, თუმცა რითი დასრულდა ყველამ კარგად იცის. მიკვირს, სამართალდამცავები რეაგირებას რატომ არ ახდენენ ამ ფაქტზე. გამორიცხული არაა, რომ კორსანტიას მფარველობდეს პოლიცია, რადგან მე "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ,“- განაცხადა ნუკრი რობაქიძემ.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე უწყებამ რეაგირება უკვე მოახდინა. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ბაზრის დირექტორი სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები, რომლებიც თევზის რეალიზაციას ეწევიან, ბაზრის დირექტორს, ნოდარ კორსანტიას შევიწროებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორსანტიასთან მოვაჭრეთა მოთხოვნის გადასაცემად მივიდა, თუმცა მან საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა