ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიამ ძალიან მძიმე და გაბედული ნაბიჯი გადადგა

თუ ხელისუფლებას პოლიტიკური კეთილგონიერება აღარ შერჩენია, ადამიანურმა ინსტიქტებმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ ამგვარი ნაბიჯების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხოშტარიამ ძალიან მძიმე და გაბედული ნაბიჯი გადადგა.

„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ რამდენად კრიტიკული ვითარებაა ქვეყანაში. ხელისუფლების მხრიდან ასე მოჭიმვა ვითარების, როცა განცხადებებით თუ ქმედებებით ელემენტარულ კანონით გათვალისწინებულ ნაბიჯების გადადგმაზე ამბობენ უარს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ვითარება უკიდურესად არ გამწვავდეს და ფატალური რისკების წინაშე არ დადგეს ქვეყანა, არის ის რასაც ვხედავთ. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ თუ მას პოლიტიკური კეთილგონიერება აღარ შერჩენია, ადამიანურმა ინსტიქტებმა მაინც უნდა უკარნახოს, რომ ამგვარი ნაბიჯების შემდეგ მაინც გამოფხიზლდნენ როგორც ადამიანები და შემდეგ როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხს აგებენ ქვეყანაში შექმნილ კრიტიკულ ვითარებაზე,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია