სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სოფლების: ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს სოფლების: ტიბაანის, ანაგას, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბეს, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

პროექტის შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, რომელიც ათეული წლებია გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს, პირველად, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოების დასრულება 2022 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა