იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაციის პროცესს, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა რიჟამაძესთან ერთად გაეცნო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობაში მოეწყობა ინდივიდუალური საცხოვრებელი ფართები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

განახლდება შენობის ფასადი და გადახურვა. 821 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ტუკა" ასრულებს.

"ჩვენი საცხოვრებლის გარეშე მყოფი თანაქალაქელებისთვის საბინაო ფართების გამოყოფა დღემდე მწვავე პრობლემად რჩება. ამ საკითხს მნიშვნელოვნად მოაგვარებს გუგუნავას ქუჩაზე ახალი სოციალური საცხოვრისი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და საიმედო თავშესაფარი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ იცხოვრებს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა - რეაბილიტაცია მარტში დასრულდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა