ქუთაისში ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა; როგორც მან აღნიშნა არაფერია იმაზე დიადი, ვიდრე თავისუფლება.

„ჩვენ დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ადამიანს არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაჩვენოთ, რომ არაფერია ჩვენთვის იმაზე დიადი, ვიდრე თავისუფლება, რომელსაც ცდილობენ, რომ ჩამოგვართვან. არ შევეგუებით მოპარვას, გაყალბებას, მიშას საპყრობილეში ყოფნას!", - აღნიშნავს დეკანოიძე.

აქციის მონაწილეები არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გააპროტესტებენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მიაღწევენ და მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს