ნიკა მელია - ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება - თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით, ეს არ არის მუქარა

ნიკა მელია - ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება - თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით, ეს არ არის მუქარა

ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება! ორლესული ნიჩაბი რომ მოიქნიო ბიძინა ივანიშვილო, თავს შევუშვერ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათ მიმართ რიდი და შიში არ არსებობს.

“ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება! ორლესული ნიჩაბიც რომ მოიქნიო ბიძინა ივანიშვილო, თავს შევუშვერ. ის მაინც ვიცი, რომ უსამართლობას თვალი არ გავუსწორე, ის მაინც მეცოდინება, რომ თქვენთან ბრძოლაში და თქვენზე გამარჯვებით, რომელსაც მოვიპოვებთ თუნდაც, სიკვდილის ფასად დამიჯდეს ჩემი შვილი იამაყებს. ზუსტად ეს მაძლიერებს. არ არსებობს არც შიში და არც თქვენი რიდი“,- აღნიშნავს მელია.

ნიკა მელია აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს მძლავრი საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

„უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ნაბიჯს არ გადადგამს, ხედავთ ყველა ქალაქში იმართება მძლავრი საპროტესტო აქციები, ეს გაგრძელდება. ბოლო გაჩერება იქნება დედაქალაქში - თბილისში მთელი საქართველო ჩავალთ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღვუდგებით, ეს არ არის მუქარა, ეს არის პატრიოტების წრფელი სიტყვები, წინ აღვუდგებით უსამართლობას”,- აღნიშნავს მელია.

მისივე ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ხელისუფლებამ აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკი დაარიგა.

“ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ გონება დაბნელებულს ყველაფერი ეკადრებინათ - დანაშაული ჩაედინათ და ძალადობა მოეტანათ ჩვენზე და თქვენზე. ეს გააკეთა ხელისუფალმა, რომელიც ყველაფერთან ერთად ნარკოტიკების დარიგებას კადრულობს ახალგაზრდებისთვის. ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ”,- განმარტავს მელია.