რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა აქციის დასასრულს რუსთავის ციხესთან შეკრებილ მოსახლეობას შაბათს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციაზე მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს.

მომიტინგეთა მოთხოვნა ექსპრეზიდენტის სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა და პატიმრობიდან გათავისუფლებაა.

მათი განცხადებით, პერმანენტული აქციები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს