PCR კვლევის პასუხი 1 საათში დღე-ღამის ნებისმიერ დროს - ლაბორატორია „ევიდენსი“ საზოგადოებას ახალ სერვისს სთავაზობს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კოვიდ-19 პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასავლელი. ინფიცირების ციფრები შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაშიც, დღეს საქართველო ე.წ. „მეხუთე ტალღას“ ებრძვის. ამ პირობებში თბილისში მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა - ლაბორატორია „ევიდენსი“ მომხმარებელს ახალ სერვისს თავაზობს - PCR კვლევის პასუხი 1 საათში და ამასთან - დღე-ღამის ნებისმიერ დროს!

„ეს გახლავთ თანამედროვე იაპონური ტექნოლოგია, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ჩვენს ლაბორატორიაში დანერგილი მართვის ინფორმაციულ სისტემასთან ერთობლიობაში, ის საშუალებას იძლევა, პასუხი უმოკლეს ვადაში გავცეთ“ - ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი ხატია მიქაბერიძე.

„მართალია, დღეს ბაზარზე კვლევის სხვადასხვა მარტივი თუ სწრაფი მეთოდებია ხელმისაწვდომი, მაგრამ ცხვირ-ხახის PCR კვლევა რჩება ოქროს სტანდარტად კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკაში. დროული და ზუსტი დიაგნოზი კი უმნიშვნელოვანესია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სწრაფი პასუხი მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:

  • უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური კუთხით - ადრე მიღებული პასუხი ნიშნავს დროულ იზოლაციას და დაავადების გავრცელების ეფექტურ პრევენციას
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი - მოგეხსენებათ, მოლოდინი პასუხის მიღებამდე ემოციურად საკმაოდ რთულია
  • სწრაფი პასუხი მნიშვნელოვანია ჩვენი კორპორატიული კლიენტებისთვის, რათა დროულად განარიდონ ინფიცირებული თანამშრომელი და არ მოხდეს ინფექციის ლოკალური გავრცელება და მუშაობის შეფერხება
  • დრო ასევე მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და სამწუხაროდ აქ არის ბევრი სავალალო შემთხვევა, როცა ნაკლებად მგრძნობიარე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ კოვიდ-ინფიცირებული ხვდება ჰოსპიტალში და შედეგად ასნებოვნებს სამედიცინო პერსონალს თუ გვერდით მყოფ პაციენტებს
  • სერვისით ხშირად სარგებლობენ ქალაქის უცხოელი სტუმრები და ქართველი მოგზაურებიც. არის შემთხვევები, როცა ავიწყდებათ ტესტის გაკეთება და უშუალოდ გამგზავრების წინ მოგვმართავენ. ბევრიც უბრალოდ კომფორტს ეძებს და ამიტომ ირჩევს ჩვენს მომსახურებას.

ვითვალისწინებთ რა არსებულ სიტუაციას და მოთხოვნას ჩვენს სერვისზე, ჩვენი გამოცდილი გუნდი ამჟამად 24/7 რეჟიმში მუშაობს. გვაქვს ბინაზე გამოძახების სერვისიც. ვფიქრობთ, ჩვენი ძალისხმევა თავის წვლილს შეიტანს ვირუსის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ბრძოლაში.“ - აცხადებს ხატია მიქაბერიძე.

„სანდო, სწრაფი და კომფორტული“ - ასეთია „ევიდენსის“ სლოგანი და კომპანია ცდილობს შესაბამისი სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს. ახლო მომავალში „ევიდენსი“ კიდევ რამდენიმე პროექტს გეგმავს, რომელიც მათი თქმით, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის პანდემიასთან ბრძოლაში.

ლაბორატორია “ევიდენსი” მუშაობს 24/7, მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 62, შემოსასვლელი ბერძენიშვილის ქუჩიდან. ტელ.: 220 10 50, 595 80 10 50. www.evidencelab.ge

info@evidencelab.ge

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა