„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე - შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, შეიძლება, 5-10 თეთრის ფარგლებში იყოს

შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, შეიძლება, 5-10 თეთრის ფარგლებში იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე, სავარაუდოდ, არ მოხდება.

„ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა არ შეეხება პურის საცხობებს. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა იმიტომ, რომ პურპროდუქტებში დაახლოებით, 20%-ია ხვედრითი წილი ბუნებრივი აირის. რაც შეეხება ფქვილს აქ, უკვე არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი 320 დოლარიდან რეკორდულ ნიშნულზე მივიდა 350 დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან ძვირი და საგანგაშოა.

საქართველოსთვის ეს იმის ნიშანია, რომ ალბათ, საქართველომ თავის დროზე თადარიგი უნდა დაიჭიროს, ვაწარმოოთ ეს ხორბალი იმიტომ, რომ ჩვენი მიწა-წყლის პატრონებს ჩვენი ხორბალი უნდა გვქონდეს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებს სტაბილური და ნორმალური ფასი აქვს.

არსებობს ყოველდღიური კონტაქტი მინისტრის მოადგილეების დონეზე ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ მდგომარეობიდან და მოსახლეობას არ ეტკინოს პურის ფასი. შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრის ფარგლებში შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ახალ წლამდე არ ველოდებით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა