სოფელ რატევანში შიდა გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება

სოფელ რატევანში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი იგება.

პროექტის ფარგლებში ობიექტზე გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 650 000 ლარს შეადგენს.

ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კონსტანტინე კორძაძე გაეცნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, ჩვენს სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. სოფელ რატევანში შიდა გზის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს და სულ მალე ადგილობრივები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სოფელში შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები 2020 წელსაც განვახორციელეთ და ეს პროცესი სოფელში სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო