მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე - ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მზად ვარ მივცე ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი აცხადებს, რომ მზად არის სასულიერო პირებს, რომლებიც მონასტრიდან განკვეთილები არიან, თავშესაფარი მისცეს.

როგორც მეუფე სტეფანემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, განკვეთილ სასულიერო პირებს თავშესაფარს არა ჭტყონდიდის ეპარქიაში, არამედ ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში მისცემს.

„ვისაც სჭირდება თავშესაფარი მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით, მივცე თავშესაფარი, მაგრამ არა ჭყონდიდის ეპარქიაში. რადგან ადგილი და თავშესაფარი არ აქვს, კი ბატონო - მათ მივცემ თავშესაფარს ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში. ასე რომ, ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არის ძალიან ლმობიერი თავიდან ბოლომდე, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ არ მაძლევდნენ საშუალებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის 4 ნოემბერს ამოეწურათ. განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიიდან დღეს პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა