არსებული ინფორმაციით, ხობში მკვლელობა მოხდა - მოკლულია პოლიციელი

არსებული ინფორმაციით, ხობში მკვლელობა მოხდა - მოკლულია პოლიციელი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს განყოფილების შენობაში კოლეგამ ესროლა.

ერთ-ერთი ვერსიით, პოლიციის თანამშრომელს კოლეგამ 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.

პოლიციის შენობის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.