ხობის მუნიციპალიტეტში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, პოლიციის განყოფილებაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, მომხდარში მონაწილე ორივე პირი ერთი სოფლის მკვიდრია. ისინი მეზობლები იყვნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა, ერთმანეთის მეზობლები იყვნენ. ერთად მუშაობდნენ. თვითონ დააწყებინა მასთან მუშაობა და აი, რა შედეგით დასრულდა. შუა დღეს უჩხუბიათ. საღამოს კი მკვლელი მივიდა განყოფილებაში და 14 ტყვია დაახალა. როგორც ვიცით, უკვე ჩაბარდა პოლიციას", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ამ წუთებში, პოლიციის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:ახალი დეტალები ხობში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა