სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ, საიდანაც გუშინ ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გააძევეს, მრევლის ნაწილია შეკრებილი

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ, საიდანაც გუშინ ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გააძევეს, მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი ითხოვენ პასუხს თუ რატომ არ შეუძლიათ ტაძარში შესვლა. ადგილზე იმყოფებიან ის ბერ-მონაზვნები, რომლებსაც კელიები დაატოვებინეს.
გუშინ, დილით სამართალდამცველების დახმარებით სალხინოს მამათა მონასტრიდან განკვეთილ სასულიერო პირებს კელიები დაატოვებინეს. მათ ტაძარში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ.
15-მდე სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობის გამო განკვეთა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

























