განკვეთილი ბერ-მონაზონი დანიელი - ისეთ დროს მოვალთ, როცა მეუფე სტეფანე წავა და ვერ შემოვა

ისეთ დროს მოვალთ, როცა მეუფე სტეფანე წავა და ვერ შემოვა, - განაცხადა ჭყონდიდიდს ეპარქიიდან განკვეთილმა ბერ-მონაზონმა დანიელ გვილავამ.

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ მრევლის ნაწილი და განკვეთილი სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ შეიძლება დღეს აქცია შეწყდეს, თუმცა მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

„პოლიტიკური დაკვეთა იყო არჩევნების წინა დღეების გამოსვლები სტეფანესი, ახლაც პოლიტიკური დაკვეთაა სტეფანესგან და მთავრობა უსრულებს ამ დაკვეთას. მრევლი არის მოწყურებული ქრისტიანობას, ქრისტიანი ადამიანი არის მებრძოლი და ჩვენ ამას არ დავთმობთ, არ მოვეშვებით. დღეს თუ არა ხვალ ჩვენსას მივაღწევთ. სტეფანე არის ურწმუნო ადამიანი, ჩვენ ვითხოვთ მორწმუნე მეუფეს, რომელიც ძალიან ნაკლებია ჩვენს საპატრიარქოში.

დღეს დავიშლებით, მაგრამ პერმანენტულად გვექნება აქციები. ისეთ დროს მოვალთ, როცა სტეფანე წავა და ვერ შემოვა",- განაცხადა ბერ-მონაზინმა დანიელ გვილავამ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა სახლინოს მონასტრის ეზოში რუსი ტურისტების შესვლა გააპროტესტეს და ისინი შეძახილებით - "რუსეთი ოკუპანტია" გააცილეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა