მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ საპროტესტო აქცია ხვალაც გაიმართება

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის მიმდებარედ საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა ადგილზე რჩება განკვეთილი სასულიერო პირები.

მათი თქმით, ისინი ტაძარში შესვლის მოთხოვნით აქციას ხვალ, ისევ გამართავენ.

სავარაუდოდ, საკვირაო ლოცვას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ხვალ, სალხინოს მამათა მონასტერში აღავლენს.

სალხინოს მონასტრის მიმდებარედ ტაძარში შესვლის მოთხოვნით მრევლის ნაწილმა და განკვეთილმა სასულიერო პირებმა აქცია გამართეს. ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ 15-მდე ბერ-მონაზონი ეკლესიიდან განკვეთა, შემდეგ კი კელიები დაატოვებინა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა