განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე შევიდნენ

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში განკვეთილი სასულიერო პირები შეუშვეს, რომლებმაც კელიებიდან პირადი ნივთები, ხატები და სანთლები გამოიტანეს.

ისინი ტაძარში პოლიციის თანხლებით შევიდნენ.

"ჩემი ნაშრომი ნაღვაწი დავტოვე აქ, მადლობა ღმერთს არ ვნანობ იმას, რომ არ მიმაქვს. უბრალოდ გულდასაწყვეტია ისეთი რამ ხდება, რაც ქრისტიანულად გაუმართლებელია", - განაცხდა განკვეთილმა სასულიერო პირმა მამა ამბროსიმ.

განკვეთილი სასულიერო პირებიც, რომლებიც პირადი ნივთების ასაღებად კელიებში შევიდნენ, ამბობენ, რომ იქ უცნობი პირები დახვდნენ.

" აქაურები არავინ არ იყვნენ. კომუნიკაცია არავისთან არ გვქონია, დამუნჯებული ვიყავით. მე ჩემს კელიაში შევედი, რის წამოღებაც შევძელი, ის წამოვიღე", - განაცხადა ეკლესიიდან განკვეთილმა მამა ანანიამ.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა