მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება - სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

პარტია „ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად, სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები.

როგორც პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საავადმყოფოში და მას მიეცეს სამართლიან სასამართლოში წარდგენის საშუალება.

„ძალიან სერიოზული დაპირისპირება, საზოგადოების პოლარიზაცია მიდის. არ შევუდგები იმის ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, არჩევნებმა ქვეყანას გადატვირთვის საშუალება ვერ მისცა გასაგები მიზეზების გამო, მიტაცებული ხმების გამო და ა.შ. ახლა ჩვენი ქვეყანა გადის თავისი ისტორიის საკმაოდ სახიფათო მონაკვეთს. დაპირისპირება საზოგადოებაში აღწევს ძალიან მაღალ ტემპერატურას, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, თითოეულმა ადამიანმა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები იმაზე მაღლა, ვიდრე ეს არის პარტიული ან თუნდაც პიროვნებების ერთმანეთის მიმართ დაპირისპირება.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, პარტია „ლელო“ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება და ის შესაძლო ძალიან ცუდი სცენარი, რაც უკვე სამწუხაროდ, ბევრჯერ გვაქვს ნანახი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ეს არის ძალიან მნიშველოვანი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ პარტია „ლელოს“ მოთხოვნას, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი უნდა იყოს საავადმყოფოში. მეორე მოთხოვნააა ის, რომ მას უნდა მიეცეს სამართლიან სასამართლოში წარდგენის საშუალება. ეს არის მოთხოვნა, მაგრამ თუ ხელისუფლება ამ კრიტიკულ სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს, მერე სიტუაციის დასტაბილურება და რაიმე ფორმით ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩასმა ძალიან რთული იქნება“,-განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო