აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდება

აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდება

„თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით, აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას შეუერთდება. ისინი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ "ბლექ სი არენასთან“ შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საქართველოში ნომერ პირველ რეფორმატორს პუტინის დაკვეთით კლავენ. მათივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანოს

„ძალიან გაღიზიანებული და გაბრაზებულები მივდივართ დედაქალაქში, იმიტომ, რომ საქართველოში ნომერ პირველ რეფორმატორს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პუტინის დაკვეთით კლავენ. სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ, ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და აუცილებლად უნდა გადაიყვანონ. ჩვენ მივდივართ მიშას თავისუფლებისთვის, ერთობით, ხალხმრავლობით, ბრძოლისუნარიანობით, ღამისთევით წვიმაში თუ ქარში, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე იქნება თავისუფალი", - განაცხდა "ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბონდო თევდორაძემ.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიციური კოალიციის მიერ დაგეგმილ აქციას აჭარის რეგიონიდან 5 ათასამდე ადამიანი შეუერთდება