გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - სოფელ მანავის წყალმომარაგებისთვის  სამუშაოები აქტიურად გრძელდება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 9 მილიონ ლარამდე მოხმარდება.

„დღეის მდგომარეობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებისა და ჭაბურღილების მეშვეობით იღებს.

პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მოწყობას.

სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავში 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით 4 000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს სარგებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა